ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო COVID-19-ის საპასუხო მოქმედებების მიხედვით მე-10 საპატიო ადგილს იკავებს” – თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ცერცვაძე აღნიშნულ განცხადებაში აცხადებს, რომ საქართველოს კოვიდ 19-ის საწინაღმდეგო ღონისძიებებში 183 ქვეყნიდან  მე-10-11 ადგილი უკავია.

“მეტრონომი” თენგიზ ცერცვაძის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის კიდევ ერთი აღიარება.

ინგლისის Oxford-ის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს – ქვეყნების რეიტინგს COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე.

შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვ.) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.).

ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და იტალია,” – წერს თენგიზ ცერცვაძე “ფეისბუკზე”.

იტვირთბა....