ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გურჯაანში, სამი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს – შსს

​გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სამი მამაკაცი დაჭრეს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.

კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებით, დაჭრილებს დაზიანებები გულმკერედისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული.

ექიმების განმარტებით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შსს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა პოლიციას დადგენილი აქვს. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

იტვირთბა....