“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსში” საუბრისას “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შეფასებისას განაცხადა, რომ შესაძლოა, „ოპოზიციამ მისი პოლიტიკიდან არაფორმალური წასვლა ნამდვილ წასვლად აქციოს“.
როგორც ჩარკვიანმა გადაცემაში აღნიშნა, მას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მოეწონა.
„მომეწონა ივანიშვილი რომ წავიდა, ფორმალურად თუ არაფორმალურად, გუშინ ვთქვი და გავიმეორებ, ეს მისი არაფორმალური წასვლა ოპოზიციამ, ხალხმა შეგვიძლია, ნამდვილ წასვლად ვაქციოთ. ასეთი რამ ისტორიას ახსოვს. ის არ არის ისეთი უტვინო, როგორიც მისი გარემოცვა. მან თავის ქონება გადამალა. მართლა ვინმე არის ისეთი, ვისაც სჯერა, რომ ქველმოქმედება ჩაიდინა? ამაზე საუბარი სასაცილოა. შესაბამისად, ე.ი. რაღაც მოძრაობა დაწყებულია „ოცნებაში“. უკვე მოდის ხალხი იქედან, იშლებიან. ვიღაცები ამბობენ, რომ ჩვენ კობახიძისთვის ხმა არ მიგვიციაო“, – განაცხადა ჩარკვიანმა.