ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვიქნები თუ არა პოლიტსაბჭოში, გაირკვევა ხვალ” – თეა წულუკიანი

განათლების კომიტეტის თავჯდომარე, თეა წულუკიანი მედიასთან საუბრისას არ ადასტურებს იქნება თუ არა ის განახლებულ პოლიტსაბჭოში.

როგორც წულიკიანი ამბობს, მას წინასწარ არაფრის თქმა არ შეუძლია. მისივე თქმით, თითოეულ კანდიტატს პარტიის წევრებმა უნდა გამოუცხადონ ნდობა.

“ჩვენი პარტიის მომავალ თავმჯდომარეს, რომლადაც განსაზღვრულია ბატონი ირაკლი კობახიძე და ხვალ შედგება ყრილობა, სადაც მას ჩვენ ნდობას გამოვუცხადებთ, რა თქმა უნდა, ექნება ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების დებულებით არის გათვალისწინებული პარტიის თავმჯდომარისთვის.

მე ვიქნები თუ არა პოლიტსაბჭოში, გაირკვევა ხვალ და რომც ვიყო კანდიდატი, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ პარტიის წევრებმა უნდა გამოუცხადონ თითოეულ კანდიდატს ნდობა, შესაბამისად, წინასწარ საუბარი იმაზე თუ ვინ იქნება პოლიტსაბჭოს წევრი და ვინ არა – მე ვფიქრობ, რომ არის უპასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ეს ხდება არჩევით,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, “ქართული ოცნების” ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობას აირჩევენ.

იტვირთბა....