ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოსახლეობის 60%-ის აცრა ამ წლის მანძილზე ვერ მოხერხდება” – ჯანდაცვის ექსპერტი

“მე ვფიქრობ, რომ ამ 60%-ის აცრა ამ წლის მანძილზე ვერ მოხერხდება,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის ექსპერტმა და ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა “დღის კურიერში” განაცხადა.

როგორც წერეთელმა გადაცემაში განაცხადა, პანდემიის სიტუაციის გასაუმჯობესებლად საჭიროა შეიქმნას 80-85%-იანი იმუნური ფენა.

“როდესაც საუბარია იმაზე, რომ 60% აიცრება, უნდა დაზუსტდეს, ეს 60% როდის აიცრება. მე ვფიქრობ, რომ ამ 60%-ის აცრა ამ წლის მანძილზე ვერ მოხერხდება, ალბათ ეს მოცვა იქნება სრულად მომავალი წლისათვის.

იმისათვის, რომ პანდემიის სიტუაცია გამოსწორდეს, დაახლოებით 80-85%იანი იმუნური ფენა უნდა შეიქმნას.

შეიძლება, ბევრი ფიქრობს, რომ აცრა არ არის საჭირო, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, უკეთესი იქნება, რომ მაღალ ციფრებზე ვიფიქროთ, რომ პანდემია შეჩერდეს და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას,”-აღნიშნა ზაზა წერეთელმა.

იტვირთბა....