ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოსახლეობა რომელიც ერთხელ აიცრება, 21 დღეში ისევ უნდა აიცრას” – ზაზა წერეთელი

“ყველა ვაქცინა არის 2 დოზიანი, ანუ პირველსა და მეორე დოზას შორის, 21 დღიანი შუალედი უნდა იყოს,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის ექსპერტმა და ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა “დღის კურიერში” განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა გადაცემაში განმარტა, ქვეყანაში ვაქცინების შემოტანის დროს, უნდა გაითვალისწინონ, რომ 21 დღეში საჭირო იქნება იგივე რაოდენობის ვაქცინის შემოტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში,  იმუნიტეტის გამომუშავება გაძნელდება.

“ყველა ეს ვაქცინა არის ორდოზიანი, ანუ პირველსა და მეორე დოზას შორის არის 21 დღე. ამიტომ, როდესაც საქართველოში შემოაქვთ ეს ვაქცინა, მათ ისიც უნდა მიიღონ მხედველობაში, რომ 21 დღეში დასჭირდება იგივე რაოდენობის ვაქცინა, იმიტომ რომ ის მოსახლეობა, რომელიც აიცრა, ისევ უნდა აცრას 21 დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნიტეტის გამომუშავება ცოტა გაძნელდება.

ასე რომ, ეს ფაქტიც უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც საქართველო დააპირებს ვაქცინის შემოტანას.

ასტრაზენეკაც”  ალბათ, ცოტა ხანში დამტკიცდება. ეს ალბათ ყველაზე მისაღები იქნება საქართველოსთვის იმიტომ, რომ მას სჭირდება ზუსტად ის ლოჯისტიკა, რომელიც საქართველოში აწყობილი იყო იმუნიზაციის პროგრამისთვის,” – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

იტვირთბა....