პრემიერ-მინისტრი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე
როგორც პარიზში მყოფმა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობა ელოდება ნატოს ვარშავის სამიტს, თუმცა, მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მოლოდინების შექმნა არ სურს.
„ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ ან მაზეგ – ამის დღეს განსჯა საკმაოდ რთულია, ვითვალისწინებთ რა იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით“- აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთვარობა მიჰყვება დასახულ გეგმას, მაგრამ რაც მათ შესაძლებლობებს აღემატება და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ნატოს გასაკეთებელია, თავად ვერ გააკეთებენ.