ფოთის შესასვლელში ტრაილერის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია “ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურთან მიმდინარეობს.
“მეტრონომი” აქციის მონაწილეებს გაესაუბრა, რომლებმაც არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ ტრაილერის მძღოლები შეკვეთილი რეისების ტარიფის გაზრდას ითხოვენ.
აქტივისტის ინფორმაციით, ამ დროისთვის აქციაზე 150-ზე მძღოლია შეკრებილი. ისინი ტერმინალის შესასვლელში დიდ სატვირთო მანქანებს არ უშვებენ.
აქტივისტის თქმით, ეს არის მშვიდობიანი აქცია და არანაირი პროვოკაცი არ იგეგმება. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენელი გამოეხმაურა და დახმარებას დაპირდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
როგორ განვითადება მოვლენები აქციაზე, “მეტრონომი” განახლებულ მასალას შემოვთავაზებთ.
ავტორი: თათია შაიშმელაშვილი