“ბიძინა ივანიშვილი აჩერებდა მუდმივ კონფლიქტებს, რომელიც იყო სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ამის გაკეთება მისი წასვლის შემდეგ არავის შეუძლია. კობახიძე თავად ქმნიდა ეგეთ კონფლიქტებს, მის გაჩენილ ხანძრებს აქრობდა ივანიშვილი პერიოდულად, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია.”
ეკა ბესელია – პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი
ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებტან ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის წარდგენასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ყრილობა ხვალ, 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400 დელეგატი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დანიშვნას დაუჭერს მხარს.