პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურად განახლდება.
როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, მეორე სემესტრი 18 იანვარს დაიწყება.
დგებუაძის ინფორმაციით, სწავლა დისტანციურად განახლდება თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, ასევე, აჭარაში.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე, სოფლებში/რაიონებში არსებულ სხვა სასწავლო დაწესებულებებს, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.