“ვაქცინასთან დაკავშირებით, ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის, უბრალოდ ვერც ვხდები საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შსახებ გახარიამ უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ცნობისთვის, მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველოში იანვრის ბოლოს “ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზა შემოვა.
COVID-19-ზე პირველ რიგში უნდა აიცრან წინა ხაზის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ შედიან – მოხუცებულთა თავშესფრების ბენეფიცილები და პერსონალი, შემდეგ უნდა აიცრან 75 წელს გადაცილებული ადამიანები, მათ კი 65 წელს გადაცილებული ადამიანები მოჰყვებიან.