საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში სამ პრიორიტეტს ასახელებს.
როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს სამი პრიორიტეტია ტესტირებები, წერტილოვანი შეზღუდვები და ვაქცინაცია.
„აქ სამი ახალი პრიორიტეტი ჩნდება პანდემიასთან ბრძოლაში, პირველ რიგში, ეს გახლავთ ტესტირების სქემის შეცვლა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში უკვე ტესტირების რაოდენობა გაზრდილია და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, მეორე, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება იქ, სადაც ეს საჭირო იქნება და, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია,’- აცხადებს გახარია.
ამასთან, როგორც გახარია ამბობს, საქართველოს მოქალაქეებს ენებათ ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც “ჯანმოს” მიერ იქნება აღიარებული.