სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი შეხვვედრა დღეს, მუსლიმების ლოცვის შემდეგ გაიმართება. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
შეგახსენებთ, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუსლი თემის წევრები ჩოხატაურის მერიასთან იყვნენ შეკრებილნი და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 14 იანვარს დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.
ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.