ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს სამედიცინო ექსპერტები დაიკითხებიან

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართო პროცესი მოწმეთა დაკითხვით განახლდება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სამედიცინო ექსპერტები მისცემენ ჩვენებას, რომლებმაც გიორგი შაქარაშვილის ცხედრაზე ჩაატარეს ექსპერტიზა.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას მტკიცებულებები არ გააჩნია და ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.

იტვირთბა....