ახალი ამბები მთავარი სამართალი

მარკეტ “ლიბრეში” ორი კაცი შეიჭრა – ნაცემია კონსულტანტი ქალი

რუსთავში, სუპერმარკეტ “ლიბრეში” არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ორი კაცი შეიჭრა. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. მომხდარი ფაქცი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, მაგრამ სხვა დეტალებზე ვერ საუბრობენ.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მამაკაცმა მოლარე-კონსულტანტ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მაღაზიიდან თანხა წაღებული არ არის და მომხდარი, სავარაუდოდ, პირადი ანგარიშსწორების მიზნით მოხდა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვლის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ შაქარაშვილმე ფიზიკურად მკვლელობამდე იძალადეს. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.

იტვირთბა....