მთავარი ციტატა

“ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი ერთი შვილი, მეორე შვილი – არა”- პაატა იმნაძე

“ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი შვილი, ერთი, მეორე – არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე, ჩვეულებრივია ჩემი ცოლი, ჩვეულებრივები არიან ჩემი შვილები, მაგრამ არიან ის ადამიანები, რომლებიც კოვიდზე ყოველდღე მუშაობენ.. ისინი უნდა აიცრან პირველი. ალბათ, ამაში ვერავინ მოგვედავება.”

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე

ამის შესახებ იმნაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, დღეს პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ  ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკჯგუფს არ წარმოადგენენ, მათთვის ვაქცინა იქნება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში.

იმნაძემ  აღნიშნა, რომ COVID-19-ზე პირველ რიგში უნდა აიცრან წინა ხაზის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ შედიან – მოხუცებულთა თავშესფრების ბენეფიცილები და პერსონალი, შემდეგ უნდა აიცრან 75 წელს გადაცილებული ადამიანები, მათ კი 65 წელს გადაცილებული ადამიანები მოჰყვებიან.

 

 

 

იტვირთბა....