ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაატა იმნაძე ასახელებს ჯგუფებს, რომელთა წევრებიც ვაქცინით პირველები აიცრებიან

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რა იგულისხმა მის დღევანდელ განცხადებაში, სადაც თქვა, რომ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვაქცინა ზაფხულისკენ იქნება.

როგორც იმნაძემ “ფორმულას” ეთერში განმარტაჩვეულებრივი ადამიანები არიან ისინი, რომლებიც რისკჯგუფს არ წარმოადგენენ.

“ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი შვილი, ერთი, მეორე – არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე, ჩვეულებრივია ჩემი ცოლი, ჩვეულებრივები არიან ჩემი შვილები, მაგრამ არიან ის ადამიანები, რომლებიც კოვიდზე ყოველდღე მუშაობენ.. ისინი უნდა აიცრან პირველი. ალბათ, ამაში ვერავინ მოგვედავება,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ  ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკჯგუფს არ წარმოადგენენ, მათთვის ვაქცინა იქნება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში.

იმნაძემ  აღნიშნა, რომ COVID-19-ზე პირველ რიგში უნდა აიცრან წინა ხაზის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ შედიან – მოხუცებულთა თავშესფრების ბენეფიცილები და პერსონალი, შემდეგ უნდა აიცრან 75 წელს გადაცილებული ადამიანები, მათ კი 65 წელს გადაცილებული ადამიანები მოჰყვებიან.

 

 

 

იტვირთბა....