“განსხვავებულობის მიუღებლობა და სიძულვილი არის სწორედ ისლამოფობია, რომლის გამოვლინებასაც ჩვენ უკვე ვუყურებთ 2011 წლიდან. ვფიქრობ, რომ ციხისძირიდან დაიწყო ეს ამბავი, როდესაც მუსლიმურ სოფელში შეიჭრნენ სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები, რეალურად ხელისუფლების წარმომადგენლები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებს, რომლებსაც ჯვრები [არ] ეკეთათ. უკვე 10 წელია, მე ჯვარს არ ვატარებ საქართველოში მუსლიმებთან სოლიდარობის ნიშნად. თუ ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანს სცემენ იმის გამო, რომ ჯვარი არ უკეთია, მე არ შემიძლია ამ ქვეყანაში ჯვარი ვატარო.”
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი
აღნიშნულით ეპისკოპოსი სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის რელიგიური ნიშნით შევიწროებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში მუსლიმების მიმართ სიძულვილის გამოვლინება უკვე 10 წელია, მიმდინარეობს.