ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია აგებს, რა ლეგიტიმაციით ვითხოვთ ახალ არჩევნებს” – იაგო ხვიჩია

“გირჩი” ოპოზიციურ პარტიებთან კორექტული ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს,” – ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ “გირჩის” და “მოქალაქეების” შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია აგებს, რა ლეგიტიმაციით ვითხოვთ ახალ არჩევნებს? ხოლო თუ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებს იგებს და ამის შემდეგ ტარდება ახალი არჩევნები, რა არის ამაში პრობლემური და უსამართლო? ასევე, რატომ გამოჩნდება ოპოზიცია აქ დამარცხებული და დამცირებული?

ვისაც არ უნდა შევხვედროდი, ყველა პოლიტიკური პარტიიდან, არავის უთქვამს ჩემთვის, რომ მე სისულელეებს ვლაპარაკობდი და ეს არ უნდა გამეგრძელებინა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენს შორის კორექტული ურთიერთობები არსებობს. გვინდა გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები და გავიგოთ, მათი წუხილები, ვგულისხმობ სხვა პოლიტიკურ პარტიებს,”- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

იტვირთბა....