ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დავიღალე ამ საოცრებების კომენტირებით! ჩემი დაგმობების და ჩემგან გამიჯვნების მოსმენით” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის “პირველ არხში” სტუმრობის საკითხს ეხმიანება.

“მეტრონომი” ნიკა გვარამიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“როგორ ამბობდა კანტი, მაოცებს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემშიო? ხო, ეგრე არ იყო? ხოდა, ნეტა ამაზე რას იტყოდა? მე დავიღალე ამ საოცრებების კომენტირებით და მერე ჩემი დაგმობების და ჩემგან გამიჯვნების მოსმენით. განსაკუთრებით, იმათგან, ვინც პრო-ფორმა განცხადებებს აკეთებს, სინამდვილეში კი მლიქვნელობს, ყალბობს და საკუთარ ხალხს ატყუებს.
პ.ს. გამოკითხვა არ იქნებოდა ურიგო: კარგად ასრულებს თუ არა თავის სამუშაოს გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან 80 მილიონის ამომღები, უმცირეს რეიტინგი, ეთერში ოპოზიციის გაშავების ამოცანით შეპყრობილი საზმაუ.” – წერს გვარამია.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პირველ არხს სტუმრობს. კელი დეგნანი ინტეგრირებულ ნიუსრუმში ჟურნალისტებს გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა სამუშაოს კარგად შესრულებისთვის.

„მადლობას გიხდით თქვენი სამუშაოს კარგად შესრულებისთვის. აქ ნამდვილად კარგი გარემოა ინფორმაციისა და მოსაზრებების გაცვლა-გაზიარებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

იხ: ფოტო:

იტვირთბა....