ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაც გურიაში ხდება, ამას პოლიტიკური სუნი კი არ ასდის, მთლიანადაა პოლიტიკურად მოტივირებული და გაჟღენთილი” – სამხედრო ექსპერტის მიმართვა

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალური ქსელის საშუალებით ჩოხატაურის მერიასთან მულიმთა და ქრისტიან მოქალაქებს შორის დაპირისპირებას ეხმიანება.

ექსპერტი მედიას მოუწოდებს, რომ გურიაში მიმდინარე მოვლენები ფრთხილად გააშუქონ.

“მთელი საზოგადოების გასაგონად, მოგმართავთ მედიას და პოლიტიკოსებს!

რაც გურიაში ხდება, ამას პოლიტიკური სუნი კი არ ასდის, მთლიანადაა პოლიტიკურად მოტივირებული და გაჟღენთილი.

ვინც ამ პროცესს აქეზებთ, მთლად ნუ ჩაეფლობით წუმპეში, ნუ შეეცდებით ქვეყნაში საშიში პროცესების ინიცირებას, რისი საფუძველიც არ არსებობს.

ყველა პოლიტიკოსმა დააფიქსირეთ პოზიცია, გამოიყენეთ საკუთარი ავტორიტეტი, ამომრჩევლები.

მედიას მოვუწოდებ ფრთხილად გააშუქოს, ან თუ არ იციან ფრთხილად როგორ შუქდება, საერთოდ არ გააშუქონ ეს მოვლენები, რომლებიც ჯერ პროცესებში არ გადაზრდილა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა აქციების აქტივისტების საუბარი მიხეილ სააკაშვილთან, რომელსაც აღუქვეს, რომ “ხვალიდან მიხედავდნენ” ცვლილებების დაწყებას.

ვინაა ერთ-ერთი აქტივისტი ფირუზ წულუკიძე? ის ფიგურირებდა 2013 წელს ბათუმში პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმაში. ერთ-ერთ მონაწილეს, ვინმე ლაკაევს (ლაკაევის ვინაობა “დაგუგლეთ”) 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. წულუკიძე გასამართლდა 2 წლით, თურქეთის საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, ასევე პოლიციაზე ძალადობის ბრალდებით. აღნიშნული დანაშაულის დროს დაიჭრა პოლიციელი, ამოღებული იქნა ცეცხლსასღოლი იარაღი, საბრძოლო მასალები. ეს ცნობისთვის.

მოგიწოდებთ მათ, ვინც ჩართული ხართ ამ აქციებში, უნებლიეთ არ აღმოჩნდეთ თქვენთვის არასასურველი თამაშის მონაწილე.

ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიიღეთ ქმედითი ზომები, დროულად ჩააყენეთ საქმის კურსში ჩვენი პარტნიორები, აღკვეთეთ რელიგიური განწყობებით მანიპულირება პოლიტიკური ძალების მხრიდან.

საზოგადოებას, მის აქტიურ ნაწილს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გამოფხიზლებისკენ. პოლიტიკურ პროცესებში უნდა ჩაერთონ ჯანსაღი ძალები.”- წერს სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 12 იანვარს დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ამასთან, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა განაცხადა, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს
იტვირთბა....