ახალი ამბები მთავარი ციტატა

“პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება ზაფხულშიც” – პაატა იმნაძე

“თუ წესებს დავიცავთ მატება არ იქნება და შეზღუდვების შერბილება შესაძლებელი იქნება. მაინც რესპირატორიულია ეს დაავადება და ზაფხული ხელს შეგვიწყობს. თებერვლიდან რეგულაციები შემსუბუქდება, თუმცა რეგულაციების შემსუბუქების ხარისხი იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე. რაც შეეხება რეგულაციების დაცვის კონტროლის გამკაცრებას, პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც. თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ უნდა გამკაცრდეს კონტროლი არსებული რეგულაციების დაცვაზე და მას არ უთქვამს, რომ თავად რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ეს აბსოლუტურად სწორია.”

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ამის შესახებ მან “ტელეკომპანია პირველის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....