ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც” – იმნაძე პირბადის ტარების წესზე

“პირბადე რომ არის დაწესებული, არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ, არც ზაფხულში,” – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმანაძე ტელეკომოანია პირველთან გააკეთა.

იმნაძის თქმით, რეგულაციები, რა თქმა უნდა, შემსუბუქდება, ხოლო შემსუბუქების ხარისხი იქნება დამოკიდებული სიტუაციაზე.

“პირბადე რომ არის დაწესებული, არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ, არც ზაფხულში. პანდემია არსაც არ წასულა, პანდემია გრძელდება მსოფლიოში. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა – თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ არსებულ რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ანუ, დისტანციის დაცვაზე და პირბადის ტარებაზე. ამ პირობებში სხვა რეგულაციების მოხსნა, ვაჭრობის გახსნა, ბიზნესების უფრო მეტი თავისუფლება უკვე შესაძლებელი იქნება.

რეგულაციები, რა თქმა უნდა, შემსუბუქდება, შემსუბუქების ხარისხი იქნება დამოკიდებული სიტუაციაზე.

[ვართ თუ არა მზად საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისთვის] გამოჩნდება, როდესაც მივუახლოვდებით გახსნის პერიოდს, ყოველდღიური ავადობის რა ციფრებით შევხვდებით ამ პერიოდს.

იტვირთბა....