ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა ჩვენება მისცა პროკურატურას „ოქროს მოწმემ”? – პროკურორის განცხადება

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ “ოქროს მოწმე” იაკობ ბრეგვაძე ჯვარედინი წესით დაკითხეს.

აღნიშნული საქმის პროკურორი მედიასთან ამბობს, რომ ე.წ. ოქროს მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ სასამართლოში წინა სხდომაზე ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული ძალადობა დეტალურად აღწერა.

მისივე განმარტებით, ადვოკატები მოწმის დისკრედიტაციას ეწევიან.

„ი.ბ.-მ დაადასტურა ქალაქ მცხეთაში ავტომაგისტრალზე განვითარებული ძალადობის მოვლენები და აღწერა. მასთან ასევე მოხდა ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება და დეტალურად მოხდა მისი მხრიდან აღწერილი თითოეული ის ქმედება, რომელიც ბრალდებულებმა განახორციელეს. მოწმემ კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელა, თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა, მოწინააღმდეგე მხარეს ის არ იცნობდა და აღწერა მათი მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, რაშიც მათ ბრალი ედებათ.

დაცვის მხარის ნებისმიერი განცხადება მოწმეების დისკრედიტაციაზე, მიზნად ისახავს ბრალდებულების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდებას. შესაბამისად, მათი განცხადებები ბუნებრივია, დაცვის უფლებიდან გამომდინარეა”, – აცხადებს პროკურორი.

ამასთან, ე.წ. “ოქროს მოწმის განცხადებით, მას სასამართლოზე ჩვენება არ შეუძლია და ის თქვა რაც იცოდა.

„არ შემიცვლია არაფერი, არ ვცვლი არაფერს. რაც რეალურად ვიცი, იმას ვამბობ, არა, ვისაც არ ვიცნობ, იმას როგორ დავასახელებ” – განაცხადა ბრეგაძემ.

იტვირთბა....