ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რამდენიმე მაღალჩინოსანს და მაღალი იერარქიის ადამიანს ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს” – რა განცხადებას ავრცელებს გიორგი ჩალაძე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი,  გიორგი ჩალაძე  ტელეკომპანია “მთავართან” საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს და მაღალი ირარქიის პირს გაკეთებული აქვს.

როგორც ჩალაძე ამბობს მაღალი თანამდებობის პირები ჩინურ ვაქცინასა და რუსულ “სპუტნიკზე” არჩევანს არ აკეთებენ. მისი თქმით, ისინი ირჩევენ მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინას.

“მე როგორც ვიცი, თბილისში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს. ასეთი ადამიანები არჩევანს არ აჩერებენ ჩინურ ვაქცინაზე ან იგივე, რუსულ “სპუტნიკზე”, ისინი იკეთებენ საუკეთესოს მათგან, რაც მსოფლიოში, დღესდღეობით, არსებობს”, – ამბობს “მთავართან” გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა – ფაიზერს –  Covax პლატფორმასთან დადებული ხელშეკრულებით შემოიტანენ. მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 700 ათასი მოქალაქისთვის, ვაქცინის მილიონ 400 ათასი დოზაა შეძენილი და ის ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა. კორონავირუსის საწინააღმდეგოდ საქართველოში პირველად ფაიზერის, შემდეგ Astrazeneca -ს შემოტანა დაიწყება. სპეციალისტები კი  ხელისუფლების დაპირებას სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ რეალურად ჯერ კიდევ ბუნდოვანია როდის და რომელი ვაქცინის შემოტანა დაიწყება საქართველოში.

იტვირთბა....