ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე პროკურატურაში გუშინ საღამოს საათებში ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ვიზიტს საეჭვოდ მიიჩნევს.
როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა,ვინაიდან, დღეს სასამართლში ფოტოგრაფი უნდა დაიკითხოს, პროკურატურასი მის მისვლასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
ადვიკატის თქმითვე, ფოტოგრაფი გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაშიც ცრუობდა, ვინაიდან გამოძიებაში მიცემული ჩვენებებიც ერთმანეთს არ ემთხვევა
“ჩემთვის საგულისხმოა, საღამოს საათებში იაკობ ბრეგვაძის გუშინდელი ვიზიტი პროკურატურაში და ბუნებრივია, დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან კითხვები მექნება. მე ადვოკატი ვარ და ეჭვის შეტანის უფლება მაქვს, მეორე დღეს, ადვოკატებმა ჯვარედინი წესით უნდა დაკითხონ და პროკურატურაში ადის, მაინც და მაინც ახლა მოუნდა ვიზიტი პროკურატურაში, ხომ შეიძლებოდა დღეს მიეყვანათ?
ფაქტობრივად, ეს ადამიანი ცრუობს. წინა პროცესზე დასრულდა პროკურორის მიერ პირდაპირი დაკითხვის წესით მისი დაკითხვა, ჩვენ ჯვარედინი დაკითხვის წესით დავკითხავთ, ვიმედოვნებთ, რომ სიმართლე ამოტივტივდება და ყველაფერი ნათელი გახდება საზოგადოებისთვის. შთაბეჭდილება მრჩება, რომ პროკურატურა ცდილობს საზოგადოების დაკვეთა შეასრულოს,”- აცხადებს ადვოკატი.
როგორც ადვოკატი ამბობს, ფოტოგრაფი დარიგებულია.
“სულ არიგებენ, მაგრამ ეს ბიჭი ვერანაირად ვერ დაარიგეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოყალიბებული სტრატეგია ყოფილიყო. დარიგებული რომ არის, ეს ნათელია,”- აცხადებს ადვოკატი.