მთავარი ციტატა

“კარტოგრაფების საქმეში, პოლიტიკური დაკვეთის გარდა არის რუსული ხაზი”- ხოშტარია

“კარტოგრაფების, ამ უწესიერესი ადამიანების დაკავება, მოხდა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დაკვეთა. ასევე, გამოვლინდა, რომ ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის რუსეთის ხაზი. შავბნელი დავით ხიდაშელი, რომელმაც მოსკოვიდან ჩამოიტანა რუკა, ის იქ მოღვაწეობს, ასევე ნახსენებია პანამის დოკუმენტებში, ოფშორებში მიდის მისი კვალი. ასევე, როგორც ივანიშვილი ლაპარაკობს, ის არის მისი პარტნიორი და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ საქმეში, გარდა წინასაარჩევნო დაკვეთისა, არის ასევე რუსული ხაზი.”

ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი

ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

იტვირთბა....