ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყაჩაღს, ვამპირს და ყველა არაადეკვატურსაც ხომ „თავისი“ ღმერთი ყავს გულში…” – მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია სოციალურ ქსელში ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე წერილს აქვეყნებს. მიტროპოლიტი თეოლოგებს აკრიტიკებს და მათ ადამიანების ეკლესიასთან დაშორების მცდელობაში ადანაშაულებს.

“ჩემს გაგებაში, თეოლოგებმა თანამედროვე ეპოქაში, საკუთარი ინტუიციითა და რეფლექსიით, მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძვეზე, თანამედროვეებს შემოქმედი შეაყვაროს უნდა და დაანახოს, რომ შემოქმედი ეკლესიაშია და მიუხედავათ იმისა, რომ იქ ( ეკლესიაში) ცოდვილნი არიან აქედან ნუ გააკეთებენ იმ დასკვნებს რომ…

მათ („ახალმა თეოლოგებმა“) კითხონ საკუთარ თავს, ისინი აშორებენ ადამიანებს ეკლესიას თუ აახლოებენ, არა ჩვენ ღმერთს არა, ეკლესიას და საპატრიარქოს ვამხილებთო, უფალი სხვაგანაა?
ხო კი გულში .. მაგრამ ყველას ყოფა მართებული ყოფილა, ყაჩაღს, ვამპირს და ყველა არაადეკვატურსაც ხომ „თავისი“ ღმერთი ყავს გულში… მომიტევეთ გადავუხვიე, ისინი მაინც ვერ გაიგებენ…”, – წერს მეუფე ანტონი.

იტვირთბა....