ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძველით ახალ წელს ჩემს თავს გავუკეთე საჩუქარი”- რაზე წერს შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მან საკუთარ თავს ძველით ახალ წელს საჩუქარი გაუკეთა.

მარსმავალის ეკრანზე, რომელიც პლანეტაზე 17-18 თებერვალს დაჯდება შალვა ნათელაშვილის სახელი იქნება აღბეჭდილი.

“ძველით ახალ წელს ჩემს თავს გავუკეთე საჩუქარი და ამერიკული მარსმავალის ეკრანზე, რომელიც 17-18 თებერვალს დაჯდება ამ პლანეტაზე, აღბეჭდილი იქნება ჩემი გვარი და სახელიც.

ამ გზით მაინც მოვხვდები სამყაროში, სადაც მოგზაურობის ფიქრებში ცხოვრება გავიდა ლამის”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

იტვირთბა....