დანიშნულია “ქართული ოცნების” ყრილობა, რომელიც ორ დღეში უნდა გაიმართოს. აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს. ასევე, დაამტკიცებენ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობას.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, მოქმედ საბჭოს წევრებს შეუერთდებიან მაკა ბოჭორიშვილი, კახა კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე, შალვა პაპუაშვილი და თეა წულუკიანი. მინისტრებიდან, კი საბჭოს მუშაობაში ეკატერინე ტიკარაძე ჩაერთვება. პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში არ იქნებიან საბჭოს მოქმედი წევრები დავით საგანელიძე, ერეკლე ტრიპოლსკი და ილია ნაკაშიძე. ინფორმაციას ამ ეტაპზე მხოლოდ ილია ნაკაშიძე ადასტურებს.
ცნობისათვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.