ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ბრალდებული 5 სრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმის, დაზარალებულის სტატუსის მქონე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხება.
აღნიშნულ საქმეზე იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გასულ სხდომაზე დაიწყო, თუმცა, ადვოკატების მოთხოვნით, პროცესი გადაიდო.
დაცვის მხარე იაკობ ბრეგგაძოს ჩვენებებს არასარწმუნოდ მიიჩნევენ, ვინაიდან, აცხადებენ, რომ ბრეგვაძემ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებიდან სასამართლოში რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მისცა.
არსებული ინფორმაციით, დახურულ სხდომაზე იაკობ ბრეგვაძემ ბრალდებულების მამხილებელი ჩვენება მისცა და ისაუბრა იმ გარემოებებზე, რაზეც აქამდე არცერთ ჩვენებაში უსაბრია.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა ხოლო, 17 პირიდან 6 მათგანი არასწრულწლოვანი, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.