“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით წერს.
როგორც ბრეგაძე თავის პოსტში ამბობს, იცის თუ რატომ წავიდა ბიძინაშვილი პოლიტიკიდან.
“ივანიშვილი არ წასულა, ის აიძულეს, რომ წასულიყო და ეს მაიკლ პომპეოს ვიზიტის შემდეგ მოხდა, ამიტომ ამაზრზენია სახელისუფლებო და ლიბერასტული ოპოზიციის ზღაპრები ამ თემაზე, დიახ – ივანიშვილი აიძულეს წასულიყო, ისიც ვიცი, თუ რა იყო ამის მიზეზი.
თუ რა ოპერაცია განხორციელდა და ვინ რა გარანტიები მიიღო, შეთანხმების პირობაა, რომ არათუ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ დონეზეც არ უნდა ჩაერიოს საქმეში“, – წერს სანდრო ბრეგაძე.