” სამწუხაროდ სკოლების და ბაღების გახსნისთვის ეპიდსურათი არ არის კეთილსაიმედო, ამდენად, ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ,” – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას განმარტებით, გადაწყვეტილების მიღება ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მოხდება.
“ჯერჯერობით, სამწუხაროდ სკოლების და ბაღების გახსნისთვის ეპიდსურათი არ არის კეთილსაიმედო, ამდენად, ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ. ბევრი ქვეყანა სკოლების და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე, თუ ეს არის 5%-ზე ნაკლები, ანუ 3% მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვისაუბროთ სკოლების და ბაღების გახსნაზე. როგორც კი მივუახლოვდებით ამ მაჩვენებელს, შემდეგ უკვე შეიძლება ამ მიმართულებითაც ფიქრი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ,,კურიერში”.