ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წმინდა მამათა ქადაგებებს აპროტესტებენ სასქესო ორგანოებზე ბავშვებთან მოლაპარაკე ე.წ. პედაგოგები” – ჟურნალისტი ეკლესიაზე გახშირებულ თავდასხმაზე

“ვიცით, რომ ძალიან გაწუხებთ ეკლესიის სიძლიერე და არ გაწყობთ მისი არსებობა, ვიცით, რომ რწმენა და სიყვარული ადამიანს აძლერებს, აერთიანებს და ეს ერთობა გაშინებთ – ქრისტეში გაერთიანებული ერის გეშინიათ….” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი,  ნინული ქავთარაძე წერს.

ჟურნალისტი აღნიშნული პოსტით აქცენტს საქართველოს სამოციქულო ეკლესიაზე გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით აკეთებს.

“ე.ი როგორც ვატყობ, ახალი სპორტია ჩვენს რეალობაში – სახელად – ჩაუსაფრდი მართლმადიდებლებს და ლანძღე…. მამაომ იქადაგაო – ლანძღავენ, ოღონდ ქადაგების არსს ვერ ჩაწვდნენ.
მასწავლებელმა წმინდა მამათა ცხოვრებიდან მაგალითი მოიყვანა ბავშვებთანო – ლაანძღავენ, ოღონდ სწავლება და წმინდა მამა არ აინტერესებთ.
ბავშვი მდინარეში მონათლესო – ოღონდ ის დაავიწყდათ, რომ ოდიდგანვე რიგ რეგიონებში , უფრო მეტად მთაში ყინულს ჭრიან ხოლმე და იქ ჩადიან 19 იანვარს ბავშვებიანად და მეტი წილი იქ ინათლება – რა ქნან ჭინკებმა და შეცდომილებმა არ იციან…
მეუფემ ებრაელებს შეურაცხყოფა მიაყენაო და გამოვარდნენ სახეების ხოკვით – არადა, არაფერი შეურცხმყოფელი არ უქადაგია და ეს თავად რაბინმა დაადასტურა – მიჩუმდნენ ჭინკები.
შობას ისევ მოიმატებს კორონას შემთხვევები დავიღუპებით და გავწყდებითო – ხაოდნენ ჟურნალისტები – საწყლები. ვიცით, რომ ძალიან გაწუხებთ ეკლესიის სიძლიერე და არ გაწყობთ მისი არსებობა, ვიცით რომ რწმენა და სიყვარული ადამიანს აძლერებს, აერთიანებს და ეს ერთობა გაშინებთ – ქრისტეში გაერთიანებული ერის გეშინიათ….
ბავშვების ცივ წყალში მონათვლას აპროტესტებენ აბორტის მომხრეები, წმინდა მამათა ქადაგებებს აპროტესტებენ სასქესო ორგანოებზე ბავშვებთან მოლაპარაკე ე.წ. პედაგოგები. მეუფეთა ქადადგებებს აპროტესტებენ პრეზერვატივებზე თამარ მეფის, მაკურთხეველი მარჯვენისა და ბაგრატოვანთა გერბის დამხატველთა გამპრავებლები.
რელიგიურ უმცირესობებს მართლმადიდებლობას უპირისპირებენ ურწმუნო, ღვთის პირიდან გავარდნილი ყველაფერზე წამსვლელი ორგანიზაციები, რომლებიც დღენიადაგ ცდილობენ ყველა სიწმინდე წაბილწონ, მოზარდებში ეროვნული ღირებულებებისა და სარწმუნოების ნატამლიც კი არ დატოვონ.
მოკლედ, კორონას ვაქცინა კი არა ერთი დიდი პარტია ვალერიანი გვჭირდება, რათა ჩამოვურიგოთ, დაოკდნენ ან კაი კვეთებული გამოსაფხიზლებლად – სამყარო მშვენიერია და ამდენი ბოროტების მატარებლები ბოღმითა და სიბილწით იტანჯებიან. ვუშველოთ და დავეხმაროთ ქრისტესმიერი სიყვარულის დაბრუნებაში…..
პ.ს: მეამაყება, რომ ჩემს ახლო სამეგობროში არიან კათოლიკე, მუსლიმი, ებრაელი, გრიგორიანელი აღმსარებლობის ადამიანები და მე ისინი ერთნაერად მიყვარს”-წერს ნინული ქავთარაძე.
იტვირთბა....