“თურქეთი „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მასობრივი განადგურების იარაღის გადაცემას აპირებს.” – აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ფილიპსი. ინფორმაციას რუსული გამოცემა warfiles.ru ავრცელებს.
ფილიპსის განცხადებით, თურქეთი ISIS აფინანსებს და იარაღით ამარაგებს.
მას რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის დაძაბვა ბუნებრივად ეჩვენება, რადგან ამბობს, რომ ორ ქვეყანას განსხვავებული მიზნები აქვთ სირიაში.
შეგახსენებთ, დევიდ ფილიპსი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც მუშაობდა და ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორია.