ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ივანიშვილი ბოროტი ძიძაა” – გიგი უგულავას განცხადება

“ივანიშვილი ბოროტი ძიძაა, რომელმაც ქართველ ერს მხოლოდ და მხოლოდ უბედურებები და ჭრილობები მოუტანა, – აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს მედიასთან საუბრისას გააკეთა.

როგორც უგულავა ამბობს, ივანიშვილის მიერ კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ დატოვება ნიშნავს იმას, რომ ის ბერკეტების შენარჩუნებას აპირებს და არსად მიდის.

“ის, რომ კობახიძე დატოვა პარტიის თავმჯდომარედ, ნიშნავს, რომ ის არსად არ წასულა, იმიტომ რომ ყველაზე უვარგისი და ყველაზე მეტად მონა დატოვა თავის შემცვლელად, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აპირებს ბერკეტების შენარჩუნებას. ზოგადად სურვილი, რომ აკონტროლებდე ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ეს არის ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების სურვილი და მან ეს ღიად გამოთქვა, მაგრამ ერთია სურვილი, მეორეა რეალობა, რვა წელიწადი ეს ამ სურვილს ახმოვანებდა, სურდა შეექმნა ხელოვნური ოპოზიცია, ხელისუფლება როცა იწყებს კონსტრუქციულ ოპოზიციაზე საუბარს ის ხელისუფლება საზოგადოებამ პანჩურით უნდა გააგდოს, ივანიშვილი არის ქართველი ერისთვის ბოროტი ძიძა, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ უბედურებები და ჭრილობები მოუტანა”, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის.

ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად მისი ასაკი დაასახელა, მან განაცხადა რომ, მალე 65 წლის ხდება.

იტვირთბა....