სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითიც
“ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს აშუქებს მედია.
დავწერ ორი სიტყვით. უფრო ვრცლად, ნაახალწლევს, ალბათ.
20 იანვრამდე იმპიჩმენტი არ მოესწრება, სენატი არდადეგებზეა.
რაც შეეხება ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს, ესაა ზუსტად ის, რასაც ამერიკულ სისტემას ეძახიან, ოღონდ არ უნახავთ მოქმედებაში. ახლა ამუშავდა სახელმწიფო მანქანა, ამუშავდა ღირებულებები, არის სხვა ნიუანსებიც.
ერთი რამ უნდა გაიგოს ყველამ, რისი გაგებაც აქ არ სურთ შტურმების მოყვარულებს, კონგრესისკენ საკუთარი მომხრეების გაგზავნა იყო შეცდომა, რომელიც გადაიზარდა დანაშაულში. ბანანაის ქვეყნებში მოსულა, აშშ-ში არა.
დანარჩენი სხვა დროს,”- წერს ამირან სალუქვაძე.