„რაც შეეხება ეპიდვითარებას, ის ნამდვილად შედარებით გაუმჯობესებულია. მიუხედავად ტესტირებების არასრულყოფილი რაოდენობისა, (ჩვენ მაინც ვერ გავედით დღეში 20 ათას ტესტზე), დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ია. ეს ბოლო თვეებთან შედარებით საკმაოდ საიმედო კლებაა, თუმცა მაინც საკმაოდ დიდი ციფრია და მინიმუმ 5%-მდე დამშვიდების საშუალება არ გვაქვს. ამიტომ, დღევანდელი ეპიდსიტუაცია შეგვიძლია დავახასიათოთ სტაბილურად, მაგრამ საკმაოდ მძიმედ.”
ვახტანგ კალოიანი- ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი
ამის შესახებ ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
ცნობისთვის, 13 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 403 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ვირუსისგან 26 ადამიანი გარდაიცვალა.