ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) “ხალხს ფულს სძალავს, ჩემი სახელით” – წურწუმია საზოგადოებას აფრთხილებს

მომღერალი, ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავცელებს, სადაც იმ თაღლითური სქემის შესახებ საუბრობს, რომლითაც მისი სარელით საზოგადოებას პირად ინფორმაციას სთხოვენ და აღნიშნულის შემდეგ ფულს სძალავენ.

ამასთან, როგორც ლელა წურწუმია ფეისბუქ ლაივში ამბობს, აღნიშნული პირი საბანკო რეკვიზიტებს სთხოვდა მოქალაქეებს და ეუბნებოდა, რომ გათამაშებაში 5 000 $ მოიგეს.

„ძალიან ბევრი წერილი მოდის, ახლაც პირდაპირ ეთერში გადის ვითომ ჩემი და მამულიჩას სახელით და ეს ადამიანი ჩემი სახელით ხალხს ფულს სძალავს, ყურადღებით დააკვირდით, ვიღაცებმა მომწერეს ბარათებიდან თანხა მომიხსნესო, მე ნამდვილად არ ვარ და არ მინდა ამ სისულელეზე თავის მართლება, ეს ადამიანი იყენებს ჩემს სახელს, რომ თქვენ ფული გამოგძალონ”, – ამბობს ლელა წურწუმია.

ის თავის ფანებსა და მიმდევრებს აღნიშნული ყალბი გვერდის „დარეპორტებას“ სთხოვს, რის შემდეგაც ფეისბუქი ამ ყალბ გვერდს გააუქმებს.

იხ: ფოტო:

იხ: ვიდეო:

 

იტვირთბა....