ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნაცსექტის ისტერიკა ახლავე გვიჩვენებს, რომ ესეც სწორი გადაწყვეტილებაა!” – ბონდი მძინარიშვილი

ჟურნალისტი, ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

მძინარიშვილი აღნიშნულ პოსტში “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუზე საუბრობს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

“ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მოვუსმინე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
სიმბოლურია, რომ მისი ბოლო ინტერვიუ სწორედ ამ არხის ეთერში ვნახეთ.

სიმბოლურია იმიტომ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა ნებამ განაპირობა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ნამდვილად საზოგადოებრივი დღის წესრიგი აქვს და არა რომელიმე პარტიის!

მეტყვით, კონსტიტუცია და სპეციალური კანონი იცავს მაუწყებელსო. კი ბატონო, კონსტიტუციაში ჩანაწერიც მნიშვნელოვანია და კანონით მიღებული გარანტიებიც, მაგრამ ეს ჩანაწერი და გარანტიები 2013 წლამდეც არსებობდა, მაგრამ მაუწყებელს ვერ იცავდა!

ეს არის სიმართლე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელმა იცის!

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან აქტიურად ვმონაწილეობ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამიტომაც დაბეჯითებით შემიძლია თქმა:

დიახ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედება მის ფინანსურ ქველმოქმედებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია!

ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის!
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის გაღებული ქველმოქმედებაა ეს!

შედეგს მომდევნო ათწლეულებში დავინახავთ!

2012 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველო გადაურჩა საზოგადოებრივი ქსოვილის მთლიანად რღვევას და, – არ მინდოდა ამ სიტყვის თქმა, – სისხლიანი ტირანიის დამყარებას!

და ნურავინ მეტყვის, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა და ამას ვერ მოახერხებდნენ მანიაკები, ვისთვისაც ძალადობის გარეშე მართვა, უბრალოდ, წარმოუდგენელია!

ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს ბოლომდე ვერ აღვიქვამთ ბიძინა ივანიშვილის როლს!
გავა წლები, შეიძლება ათწლეულებიც, და დავინახავთ, რომ სწორედ ამ ადამიანის გონიერებამ იხსნა მთლიანად ქვეყანაც და, გადაუჭარბებლად ვიტყვი, ძალიან ბევრის, მათ შორის, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების სიცოცხლეც!

ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის სრულყოფილად შესაფასებლად მოვლენებიდან და პროცესებიდან დისტანცირებაა საჭირო. ჩვენ, მის თანამედროვეებს, ემოციური ფონი გარკვეულწილად ხელსაც გვიშლის, მაგრამ ერთი რამ ამთავითვე ცხადია:

სწორედ ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება გარკვეულ ჯგუფებს, ფაქტების დამახინჯებით დააკნინონ ეს ღვაწლი!

თუმცა, ამ ჯგუფების აგრესიული აქტიურობა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს… რას გადავურჩით!
ხოლო ვისი გონიერებით გადავურჩით, ამ სტატუსის დასაწყისში წერია! 😊

P. შ. რაც შეეხება გუნდს, რომ ვუკვირდები, ამ ეტაპზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტისთვის ყველაზე შესაფერისი სწორედ ირაკლი კობახიძეა!

გავა სულ ცოტა ხანი და ამაშიც დავრწმუნდებით!

რაღა “ცოტა ხანი”, ნაცსექტის ისტერიკა ახლავე გვიჩვენებს, რომ ესეც სწორი გადაწყვეტილებაა!” – წერს მძინარიშვილი.

იტვირთბა....