ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაქცინაცია უნდა გახდეს სავალდებულო, საჭიროების შემთხვევაში, იძულების გამოყენებით” – გვარამია ეპიდსიტუაციაზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

გვარამია აღნიშნულ პოსტში ქვეყანაშ მიმდინარე პანდემიის შესახებ საუბრობს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

“ბოდიში, მაგრამ თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოება მოითხოვს (პანდემია კი უმაღლესი რანგის ალარმია), ვაქცინაცია უნდა გახდეს სავალდებულო, საჭიროების შემთხვევაში, იძულების გამოყენებით. ცხადია, სამედიცინო გამონაკლისების (ალერგია და ასე შემდეგ) გათვალისწინებით და ვაქცინის მაღალი ხაროსხის და უმაღლესი უსაფრთხოების დაშვებით.

მოკლედ: სავალდებულო, ხარისხისნი/უსაფრთხო და თან უფასო.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო, უმნიშვნელოვანესი უფლებების შეზღუდვაა დაშვებული. კი ბატონო, საკუთარი სხეულის სრულად კონტროლის უფლება, ძალიან მაღალი გარანტიებით დაცული უფლებაა. მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ ამავე უფლებრივ კლასტერს განეკუთვნება აბორტი, რომელიც ძალიან ბევრ და ძალიან ცივილიზებულ ქვეყნებშია აკრძალული. ჩვენთანაც, პირველი ტრიმესტრის მერე. და აბორტი თუ საკუთარ სხეულს და საკუთარ ნაყოფს ეხება და თუ მკვლელობაა, აცრებზე მასობრივი უარი – გენოციდის ეფექტის მქონე შეიძლება გახდეს და მძიმე და მყისიერი საშიშროების შემცველია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის.

თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერი მგონია, მაგრამ ზოგჯერ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესი პრევალირებს ინდივიდუალურზე (საქ. კონსტ. ამას ლეგიტიმური მიზანი ქვია და ჩამოთვლილია კიდეც, როდის შეიძლება იყოს საზოგადოებრივი სიკეთე აღმატებული ინდივიდუალურზე. ცხადია, პროპორციულობის დაცვით).” – წერს გვარამია.

იტვირთბა....