aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვიდრე რამეს დაწერთ, სადისტის ძახილს, მანამდე ცოტა სხვა რელიგიებში ჩაიხედეთ”- რას წერს არჩილ გამზარდია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელშ ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ბავშვების სტრესულ მდგომარეობაზე საუბრობს.

როგორც გამზარდია წერს, ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ბავშვის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სიჯანსაღეს.

გამზარდია სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობასაც მიმოიხილავს.

“მეტრონომი” არჩილ გამზარდიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ეს დღეები აქტუალურია ნათლისღებისას წყალკურთხევაში ბავშვების მონაწილეობის თემა, სადაც სადიზმად მონათლა ზოგმა ბავშვების წყალკურთხევის პროცესი.

თავიდანვე ვიტყვი იმას, რომ თუ ბავშვი მძიმე სტრესშია, ყოველთვის ჯობია მოვერიდოთ მისთვის მდგომარეობის დამძიმებას, თუ ეს სასიცოცხლო არაა…

მაგრამ… როდესაც ზოგადად ვსაუბრობთ იმაზე, როგორ შეიძლება ბავშვისთვის დისკომფორტის შექმნაო – მსგავსი ლოგიკით, ბავშვისთვის ბევრი რამ არის დისკომფორტის შემქმნელი, გამიგია, ბავშვები რა სტრესში არიან, როდესაც მშობლები ძალით ახვრეტინებენ ყურს, რაც სასიცოცხლო შემთხვევა არაა; როდესაც კბილის ექიმთან მიდის; როდესაც საფენებიდან ღამის ქოთანზე გადასვლას ვთხოვთ; როდესაც იმას ვაცმევთ, რაც არ მოსწონს; როდესაც არ ვყიდულობთ რაც სურს და ა.შ. ძალიან ბევრი შემთხვევა შეიძლება ჩამოითვალოს.

ინტრიგანებისთვის კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმას, რომ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ბავშვის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სიჯანსაღეს, მაგრამ ჩაციკვლა ერთ რაღაცაზე უბრალოდ არასწორია და მოტივირებულად რელიგიური რიტუალების ლანძღვა, რა რელიგიაც გინდა იყოს, სულ ცოტა გონივრულადაა საჭირო.

მაგ. წინადაცვეთა გვხვდება იუდაიზმისა და ისლამის რელიგიის პრაქტიკაშიც. იუდაიზმის მიმდევრები წინადაცვეთას უკეთებდნენ ჩვილებს, ხოლო მუსლიმანები — 7-10 წლის ბიჭებს. არსებობს ხალხი, ვინც ამას მძიმედ აკრიტიკებს, მაგრამ გონიერი ადამიანი არც ანტიმუსლიმანურ და არც ანტისემიტიზმს არ მიმართავს და არ წერენ, რომ სადისტები არიან, ისე, როგორც სადისტები უწოდა ზოგიერთმა პირმა თოვლიან წყალში წყალკურთხევის რიტუალს.

რაც შეეხება ნათლისღებას, ის 19 იანვარსაა და მცირე წყალკურთხევას 11 სექტემბერს აღნიშნავენ ხოლმე. მე არაერთხელ ვყოფილვარ მაღალ მთაში ამ დღეს და წყალკურთხევაშიც მიმიღია მონაწილეობა. მინახავს ბავშვები, რომლებიც სიცილით და კისკისით შედიოდნენ ყინულიან წყალში, ქალებიც, შემდეგ ყველა ასე სველი და გუნებაამაღლებულები წავსულვართ გალობა-გალობით ტაძარში და ა.შ.

ასე, რომ მეგობრებო, სანამ რამეს დაწერთ და აიტაცებთ ვიღაცისთვის სადისტის ძახილს, მანამდე ან ცოტა სხვა რელიგიებში ჩაიხედეთ ან ცოტა იმ ყოფითობასა და ყოველდღიურობაში, რაშიც თავადვე ცხოვრობთ და თვითმიზანი ნუ იქნება სასულიერო პირების ან მრევლის ლანძღვა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საკრიტიკებელი ისედაც ბევრი რამე აქვთ და არა ის რამეს ხელოვნურად გამოედავოს ვინმე,”- წერს არჩილ გამზარდია.

 

იტვირთბა....