“ამ მომზადებით, აღჭურვილობით, ცოდნით, ჯანდაცვის სისტემას სერიოზულ ტალღასთან გამკლავება გაუჭირდება და დანაკარგები ისევ მაღალი იქნება. რა თქმა უნდა, ჯანდაცის სისტემას ისევ სჭირდება ძალიან ინტენსიური წვრთნა და აღჭურვა, მითუმეტეს, თუ თებერვლის ბოლოს ახალ დარტყმას ველოდებით. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოახერხებს სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების შესრულებას და ჯანდაცვის სისტემის გამაგრებას. ამ ვითარებაში მესამე ტალღა საკმაოდ მძიმე იქნება, თუ ისევ ის რაოდენობები იქნება.”
ვახტანგ კალოიანი- ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი
ამის შესახებ ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
ცნობისთვის, როგორც მთავრობაში აცხადებენ, საქართველოში მესამე ტალღა თებერვლის შუა რიცხვებიდანაა მოსალოდნელი.