ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ში ქალი სიკვდილით დასაჯეს- მას ორსულისთვის მუცლის გაჭრასა და ნაყოფის გატაცებას ედავებოდნენ

აშშ-ის ფედერალური მთავრობა ქალს სიკვდილით სჯის. ამერიკაში მსგავსი შემთხვევა პირველად ხდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პატიმარი 52 წლის ლიზა მონტგომერია, რომელსაც სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.

ლიზა მონტგომერი, აშშ-ში პირველი ქალია, რომელიც 1953 წლის შემდეგ, სიკვდილით დასაჯეს.

პატიმარი 2004 წელს, ორსული ქალის მკვლელობის, მისი მუცლის გაჭრისა და ნაყოფის გატაცების ბრალდებით, დააკავეს.

უზენაესმა სასამართლომ დამნაშავის ადვოკატის მცდელობა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გამო, შეეწყალებინათ – უარყო. მას განაჩენი 2008 წელს გამოუტანეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში, ლიზა მონტგომერი რიგით მეთერთმეტე მსჯავრდებულია, რომელიც სიკვდილით დასაჯეს.

ამ კვირისთვის, კიდევ ორი მსგავსი საქმის აღსრულებაა ჩანიშნული. ხუთშაბათს – კორი ჯონსონის, ხოლო პარასკევს – დასტინ ჰიგსის სიკვდილით დასჯა იგეგმება. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი გასამართლება კორონავირუსით ინფიცირების გამო, დროებით გადადებული იყო.

 

 

 

იტვირთბა....