მთავარი ციტატა

“საკუთარ თავს არ ვუწოდებ პოლიტიკოსს, სურვილი მაქვს, გავხდე, მაგრამ პოლიტიკოსი ძალიან მაღალი თამასაა”- ანა ნაცვლიშვილი

“მე არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილი არის პოლიტიკოსი. საკუთარ თავსაც არ ვუწოდებ პოლიტიკოსს, სურვილი მაქვს, რომ გავხდე, მაგრამ პოლიტიკოსი ძალიან მაღალი თამასაა. თუმცა, ის იყო პოლიტიკაში და ამბიციები ჰქონდა. ჩემი გადმოსახედიდან ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია, როდესაც აკეთებ დაპირებებს, თუნდაც ისეთ ბუნდოვანს და არეალისტურს, როგორც ის აკეთებდა და შემდეგ გადიხარ ველიდან.”

ანა ნაცვლიშვილი – “ლელოს” წევრი

ამის შესახებ ნაცვლიშვილმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.

“ქართული ოცნების” ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.

 

 

იტვირთბა....