“თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდულმა ფრთამ თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართა სახელწოდებით, “რიმყოფინე 1 ლარი და 18 თეთრი.”
აქციის მონაწილეებს საკრებულოსთან მიტანილი ჰქონდათ 1 ლარი და 18 თეთრი ღირებულების საკვები პროდუქტი.
აქციის მონაწილეები 1,18 ლარიან მენიუსთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის რიმა ბერიძის განცხადებას აპროტესტებდნენ..
შეგახსენებთ, საკრებულოს წევრის რიმა ბერაძის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია, რადგანაც მასში აუცილებელი კალორიულობა შედის.
“მეტრონომი” პირადად რიმა ბერიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა, გვიპასუხეს, რომ იგი კომისიაზეა შესული.