აღდგება თუ არა ტრანსპორტის მოძრაობა, ან რომელი სფერო გაიხსნება სავაჭრო ცენტრების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით, იანვრის ბოლოს იმსჯელებენ. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
“კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდეგი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ვიზრუნებთ და ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როცა გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება მეტად ეფექტური,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება დიდ საბაჭრო ცენტრებსა და მოლებს, ტიკარაძის თქმით, პირველი თებერვლიდან გაიხსნება.
შეგახსენებთ, ქვეყანაში 28 მოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო. თუმცა, იპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.