ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მკურნალობაში გერმანელი პროფესორები არიან ჩართული”- როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. მომღერლის მკურნალობაში, ონლაინ რეჟიმში, გერმანელი პროფესორები არიან ჩართული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა განაცხადა.

„პატარა პროცენტით ცვლილებები უკეთესობისკენ არის. ამ კრიზისის დროს უარესობისკენ არ ყოფილა ძვრა, რაც იმის მომასწავებელია, რომ ექიმებს და ჩვენც იმედის ნაპერწკალი გაგვიჩნდა. სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ძვრა უკვე არის. ყველა გახარებულია, რადგან მისი გამოჯანმრთელების იმედი გაგვიჩნდა.

მართვით სუნთქვაზე ალბათ, მინიმუმ 3 კვირა კიდევ იქნება. თემურ წიკლაურს გერმანიაში მეგობრები ჰყავს. ონლაინ რეჟიმში არიან ჩართულები გერმანელი პროფესორები და ძალიან კმაყოფილები არიან. ისინიც ადასტურებენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არის და მკურნალობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს“, – აცხადებს კვაშალი.

ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაურს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ის მართვით სუნთვაზე იმყოფება. მომღერალი მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

 

იტვირთბა....