ფრანგული გამოცემა Le Temps აქვეყნებს სტატიას, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გვერდით მოვლენებზეა საუბარი.
როგორც გამოცემა წერს, ტკივილები, ცხელება, ალერგია, სახის დამბლა- ეს სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეს ვაქცინებს.
მეცნიერები გვერდითი მოვლენების კლასიფიცირებას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ახდენენ. მაგალითად ადგილობრივი (უშუალოდ ინექციის ადგილას)და სისტემური( სხეულის სხვა ნაწილში) გამოვლენილი რეაქციები.
მათი სიმძიმის შეფასების სისტემა 1-დან 4-მდეა. როგორც ფრანგული გამოცემა წერს, პირველი ორი ხარისხი, “მსუბუქი” და “ზომიერია”, რაც არ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. შემდეგი ორი კი მოითხოვს მედიკამენტებს ან დამატებით სამედიცინო დამმარებას.
Pfizer-Biontech-ის ვაქცინა 44 820 მოხალისეზე გამოსცადეს. დაკვირვების შედეგად გამოჩნდა, რომ ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა, სხეულის ტემპერატურის მატებაა, რომელიც მეორე ინიექციის შემდეგ, ახალგაზრდა პაციენტების 59 % -ს გამოუვლინდა.
რაც შეეხება ადგილობრივ გვერდით მოვლენებს, ძირითადად ინიექციის ადგილას, ტკივილის სახით ვლინდება.
აღსანისმავია, რომ სიმპტომების აბსოლუტურ უმრავლესობა ფასდება პირველი და მეორე ხარისხის რეაქციებად.
Moderna-ს ვაქცინა გამოსცადეს ,30 ათას ადამიანზე. მათგან 16 %-ს მესამე ხარისხის რეაქცია ჰქონდა გამოხატული. როგორ წესი სიმპტომები ერთი ან ორი დღე გრძელდება, მაგრამ სიმპტომები შეიძლება იყოს მწვავეც, რაც ადამიანს თავის საქმიანობაში ხელს შეუშლის.
ექსპერტების თქმით მსგავსი გვერდითი მოვლენები, იმუნური სისტემის გააქტიურებაზე მიუთითებს, რაც ვაქცინის ეფექტურობის კარგი მაჩვენებელია.
დეკემბერში, Pfizeri-biontech-ის ვაქცინის შემოღების შემდეგ 10-მდე ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური შოკის შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ – ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ეს არის 14–23 დეკემბერს ვაქცინირებულ 1,9 მილიონ ადამიანზე 21 შემთხვევა.
შოკური რეაქციების შემთხვევები იშვიათია, იოლად ამოცნობადია და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას ექვემდებარება.
ვირუსოლოგ ვალერიო კანიოს თქმით ამ რეაქციების გამოვლენამ, ცხადყო, რომ კლინიკური ცდები, არ ასახავს რეალობას. ეს გვერდითი მოვლენები, კვლევების პროცესში შემჩნეული არ იყო, რადგანაც, ალერგიული ფონის მქონე ადამიანები კვლევებში არ მონაწილეობდნენ. მსგავსი რეაქციების წარმომავლობა უცნობია.
შეჯამების სახით ფრანგული გამოცემა წერს, რომ ვაქცინების კლინიკური კვლევების დროს, ბელის დამბლის რამდენიმე შემთხვევა ნამდვილად დაფიქსირდა. მაგრამ მიმდინარეობს სპეციალური მონიტორინგი, იმის დასადასტურებლად, რომ ეს იყო შემთხვევითობა და არანაირი კავშირი არ აქვს ვაქცინაში შემავალ ნივთიერებებთან.