ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური ცდების მიხედვით, ჩინური კომპანია Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 50.4% -იანი ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებით „ბუტანტანის ინსტიტუტის“ მეცნიერებმა, განაცხადეს, რომ ჩინურმა ვაქცინამ ინფიცირების „მსუბუქიდან მწვავე“ შემთხვევების პრევენციაში 78%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
თუმცა ახლა ისინი აცხადებენ, რომ ინფიცირების ძალიან მსუბუქი ფორმების შესახებ მონაცემების ჩათვლის შემდეგ ვაქცინა 50.4%-ით ეფექტური აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ Sinovac-ის ვაქცინაზე სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა სხვადასხვა შედეგი აჩვენა.
თურქი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ვაქცინა 91.25%-ით ეფექტურია, ინდონეზიაში კი, სადაც მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, აცხადებენ, რომ ვაქცინის ეფექტურობა 65.3%-ია.